ქუთაისში სოლიდარობის აქცია ჩაშალეს

17 მაისს ჰომოფობიის საერთაშორისო დღეს ქუთაისში სოლიდარობის აქცია 19 საათზე იყო დაანონსებული. მონაწილეები თბილისში რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ მშვიდობიანი აქციის ჩაშლას და ძალადობას აპროტესტებდნენ. თუმცა კონტრდემონსტრანტებმა ეს აქციაც ჩაშალეს.

სოლიდარობის აქციაზე დაახლოებით 30 ადამიანი მივიდა. ისინი ამჟამად მესხიშვილის თეატრის კიბეებზე იმყოფებიან.

აქციის მონაწილე თათა ცოფურაშვილი რეაქტორთან საუბრისას ამბობს, რომ კონტრდემონსტრანტები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან: “დაახლოებით 10 პოლიციელია უმოქმედოდ. კომიკური სიტუაციაა, მოვიდნენ მონაწილეებს პლაკატები წაართვეს და შეურაცხყოფას აყენებენ.” 

ტეგები:

დატოვე კომენტარი