როცა მედია ძალადობისაკენ მოუწოდებს

სიძულვილის ენა მოიცავს გამოხატვის იმ ფორმებს, რომელიც მოუწოდებს ან აღვივებს ზიზღსა და სიძულვილს მოწყვლადი ჯგუფების მიმართ, შეიცავს ანტისემიტიზმს, ქსენოფობიას, რასისიზმს, ჰომოფობიას ან სექსისზმს, მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან მიგრანტთა წინააღმდეგ.
საქართველოს კანონმდებლობაში სიძულვილის ენა კრიმინალიზებული არ არის. თუმცა არსებობს გარკვეული რეგულაციები, რომლებიც მედიის მიერ სიძულვილის გავრცელებას არეგულირებს. ასეთი რეგულაცია ჩადებულია მაუწყებელთა ქცევის კოდექსში. ასევე არსებობს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, რომელიც განიხილავს მედიის მიერ გავრცელებულ სიძულვილის ენის შემთხვევებს და რეაგირებს მათზე.
მიუხედავად არსებული მექანიზმებისა წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსები სიძულვილის რიტორიკას ამომრჩეველთა ხმების მისაღებად და ოპონენტთა დისკრედიტაციისათვის იყენებენ. შედეგად ლგბტ ადამიანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ქალები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები  უფრო მეტად იჩაგრებიან.
მედიას აქვს  სოციალური პასუხისმგებლობა არ გაავრცელოს სიძულვილის ენა, ხელი არ შეუწყოს ჩაგვრას.  თუმცა მედიასაშუალებები არა მხოლოდ ავრცელელებენ პოლიტიკოსთა ამგვარ გამონათქვამებს, არამედ ხშირად კვირაში რამდენიმე საათს უთმობენ საავტორო გადაცემებს, რომლებიც  სიძულვილის ენის კულტივირებას ახდენს.
ხშირად სიძულვილის მოწოდებები დისკრიმინაციაში და  სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებში გადაიზრდება.
 ასე მოხდა გასულ კვირას 21 თებერვალს “ობიექტივის” ეთერში გასული გადაცემის შემდეგ.
გადაცემაში ” თავისუფალი თაობის დრო” ორგანიზაციის დამფუძნებელმა და გადაცემის წამყვანმა ლადო სადღობელაშვილმა  ლგბტ კონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართებოდა.
გადაცემაში წამყვანმა  და სტუმრებმა კონფერენციის საწინააღმდეგო აქცია დაანონსეს და მაყურებლებს მასზე მისვლისაკენ, ხელისუფლებისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისკენ და ლგბტ პირებზე ძალადობისაკენ მოუწოდეს.
ლადო სადღობელაშვილი:  “ვისაც რაიმე დაგრჩენიათ ღირებულება ქართული და ეროვნული, მე პირადად მოგიწოდებთ ხვალ პირველ კორპუსთან და კონფერენცია გავაპროტესტოთ.” 
რევაზ რევაზიშვილი:
აუცილებლად ხვალ დილით უნდა შევიკრიბოთ ათ საათზე, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, უნდა გავაპროტესტოთ. მაქსიმალურად ახალგაზრდებმა, ვისაც შეგვჩენია ის ჩვენი ვაჟკაცობა, უნდა შევეცადოთ ერთხელ და სამუდამოდ გავაჩეროთ ლგბტ საზოგადოება.ესენი არიან გარყვნილები, ფსიქიკურად შეშლილები არიან. ჩვენ უნდა გავაჩეროთ ერთხელ და სამუდამოდ, არ უნდა შევუშინდეთ არაფერს საერთოდ, არც ხელისუფლების, არც პოლიციას, არაფერს! “
ამ განცხადებებს გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. კიდევ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფის ლიდერმა, ჰომოფობიით გამორჩეული პოლიტიკოსის დიმიტრი ლორთქიფანიძის შვილმა ელენე ლორთქიფანიძემ ღონისძიება შექმნა, სადაც  ასევე ხდებოდა სიძულვიულის ენის ტირაჟირება.
შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კონფერენციის მონაწილეთა ფიზიკური უსაფრთხოების გარანტიების არ ქონის მოტივით 21 თებერვალს უარი განაცხადა კონფერენციის მასპინძლობაზე.  
“ობიექტივმა” დაარღვვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის რამდენიმე მუხლი: მრავალფეროვნებისა, თანასწორობისა და შემწყნარებლობის პრინციპები, ასევე ტელევიზია ვალდებული იყო ეთერში ზუსტი და სარწმუნო, დაბალანსებული, პროპორციული და თანაზომადი ინფორმაცია გაეშვა ლგბტ ადამიანების და კონფერენციის  მიზენების შესახებ. აღნიშნული მოწოდებების საფუძველზე უნივერსიტეტმა უარი თქვა კონფერენციისათვის სივრცის დათმობაზე და ამით დისკრიმინაციული მიდგომა გამოავლინა.  შესაძლოა იკვეთებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევაც რადგნა გაჟღერებული იყო ხელისუფლებისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის მოწოდებები. .
მაუწყებელთა ქცევის კოდექსი:
მუხლი 31. მრავალფეროვნებისა, თანასწორობისა და შემწყნარებლობის პრინციპი
“მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე.
მუხლი 32. მაუწყებლის მიერ მრავალფეროვნების, თანასწორობის და შემწყნარებლობის პრინციპების დაცვისადმი წაყენებული მოთხოვნები (წესები)
1.მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ზუსტი და სარწმუნო, დაბალანსებული, პროპორციული და თანაზომადი ინფორმაცია საქართველოში მცხოვრებ ყველა კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ ჯგუფზე და სოციალურ ფენაზე სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით.
2.მაუწყებელმა პატივი უნდა სცეს აზრის, სინდისის, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებს და თავიდან აიცილოს ნებისმიერი ეთნიკური, რელიგიური, კულტურული ან სოციალური ჯგუფის შეურაცხყოფა.
3.მაუწყებელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
მუხლი 49. მაუწყებლის მიერ დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისადმი წაყენებული მოთხოვნები (წესები) 1.მაუწყებლმა არ უნდა გადასცეს ისეთი მასალა, რომელმაც შესაძლოა წააქეზოს ან წაახალისოს დანაშაულის ჩადენა ან გამოიწვიოს ანტისოციალური ქმედება, ან რომელიც ამართლებს ან იწონებს უკანონო, ძალადობრივ, სახიფათი ან ანტისოციალურ ქმედებას.
მუხლი 54. მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან დაცვის პრინციპი მაუწყებელმა უნდა დაიცას საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტები, რათა უზრუნველყოს საზოგადოების წარმომადგენელთა დაცვა მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან. მუხლი 55. მაუწყებლის მიერ მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან დაცვის უზრუნველყოფისათვის წაყენებული მოთხოვნები (წესები) 1.მაუწყებელის მიერ პოტენციურად შეურაცხმყოფელი მასალის გადაცემა გამართლებული უნდა იყოს სარედაქციო კონტექსტით და ემსახურებოდეს საზოგადოებრივ ინტერესს. მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსი გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან არასრულწლოვან პირთა დაცვის პასუხისმგებლობას შორის. პოტენციური ზიანის შემცირების მიზნით მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის ან გაფრთხილების გავრცელება. 2.მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს ისეთი მასალა, რომელიც ამართლებს ან იწონებს ძალადობრივ, სახიფათო ან ანტისოციალურ ქმედებას და შეიძლება წაახალისოს სხვები მსგავსი ქმედებისკენ.
ავტორი: ბექა გაბადაძე

17 მაისი: აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

გოჩა გაბოძის ფოტო

17 მაისი საერთაშორისო დღეა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ, აქტივისტებმა და “ლგბტ საქართველოს” წარმომადგენლებმა იუსტიციის სამინისტროსთან ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია გამართეს. მანიფესტანტები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესაბამისი მუხლის პრაქტიკაში ამოქმედებას მოითხოვდნენ.

კობა ბიწაძე, აქტივისტი:

“საქართველოში ყოველი მესამე ლგბტ ადამიანი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. თუმცა აღნიშნულ შემთხვევებზე სამართლდამცავი ორგანოები რეაგირებას არ ახდენენ.  ამას ორი მიზეზი აქვს: თავად ლგბტ ადამიანები ქვეყანაში, მათ შორის პოლიციაში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულებების გამო ერიდებიან ამ ფაქტების გახმაურებას. გახმაურებულ ფაქტებზე, მათ შორის საბი ბერიანის მკვლელობაზე კი სახელმწიფო დანაშაულის ზუსტ დაკვალიფიცირებას არ ახდენს. არადა სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს. ჩვენ მოვითხოვთ აღნიშნული მუხლის პრაქტიკაში განხორციელებას. შსს ასევე უნდა უზრუნველყოს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სტატისტიკური აღწერა”.

გურამ მურადოვის ფოტო

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს ტრანსგენედერი ადამიანების სქესის კვლავმინიჭების პროცედურების გამარტივება და სქესის შეცვლის შემთხვევაში შესაბამისი ჩანაწერის მქონე ID ბარათების გაცემის უზრუნველყოფა.

გიორგი გოგუას ფოტო

გიორგი გოგუას ფოტო

დავით მიხეილ შუბლაძე, “ლგბტ საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი:

“ზოგიერთი სოციალური ჯგუფი ცდილობს გადაფაროსლგბტ თემის პრობლეები და 17 მაისი რელიგიურ დღესასწაულად წარმოაჩინოს. არადა ეს დღე არის ჰომოფობიის წინააღმდეგ ბროლის დღე. ჰომოფობიის გამო საქართველოში ბევრი ლგბტ ადამიანი იჩაგრება, ვერ ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას და ხშირად ფიზიკური ძალადობის ქვეშ აღმოჩნდებიან ხოლმე.

ნახეთ ვიდეო:

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე იუსტიციის სამინისტროსთან აღნიშნეს {video}

სოციალური კამპანია: “ეს ქუჩა დაკავებულია” ჰომოფობიის წინააღმდეგ

ეს ქუჩა დაკავებულია: ნინია კაკაბაძე, ნინო დანელია, თეო ხატიაშვილი

17 მაისი საერთაშორისო დღეა ჰომოფობიისა და ტრანსოფობიის წინააღმდეგ.

ჟურნალისტები, მსახიობები, ფსიქოლოგები, სტუდენტები და სხვადასხვა სტატუსის მქონე პირები ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვის მოთხოვნით გამოდიან.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ინიციატივით საზოგადოების ცნობილი სახეები და სამოქალაქო აქტივისტები ერთიანდებიან სოციალურ კამპანიაში “ეს ქუჩა დაკავებულია” ჰომოფობიისა და ტრანსოფობიის წინააღმდეგ.

“თუ არ გინდა, შენი უმოქმედობით სიძულვილით მოტივირებული მოწოდებების თანამოაზრე იყო; თუ თვლი, რომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობა ყველა ჯგუფს უნდა შეეძლოს; თუ გინდა, რომ საჯარო სივრცე ისევე იყოს შენი, როგორც – სხვების: მიმოიხედე! საჯარო სივრცე მხოლოდ ქალაქის მთავარი ქუჩებით არ შემოიფარგლება; ხედავ, რომ ერთი ქუჩა დაკავებულია? დაიკავე მეორე და იცოდე, რომ იქ, სადაც შენ ხარ, სიძულვილის, ქსენოფობიის, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ადგილი არ არის.

11018161_902085419847848_4719925784262226789_n

11201107_902078356515221_6246228206203222967_nგადაიღე ფოტო შენს ქუჩაზე, შენი ქუჩის პარალელურ ქუჩაზე, სკვერში, პარკში, ქალაქის იმ უბანში, სადაც ბავშვობა გაატარე, იქ, სადაც მეგობრებს სტუმრობ… აირჩიე შენი სივრცე და შემოგვიერთდი, შეაჩერე ჰომოფობია და ტრანსფობია” – ნათქვამია WISG-ის განცხადებაში.

This slideshow requires JavaScript.

ონლაინ კამპანია: 17 მაისი არის საერთაშორისო დღე ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ

ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ოჯახთან ერთადსოციალურ ქსელში საზოგადოების ცნობილმა სახეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა წამოიწყეს კამპანია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ,

თქვენც შეგიძლიათ ჩაერთოთ ამ კამპანიაში გადაიღოთ ფოტო და გამოიყენოთ  ჰეშტეგი ‪#‎17MayTbilisi2015‬

აქციის ორგანიზატორია “ლგბტ საქართველო”. კამპანიის ფოტოები აღნიშნული ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზეა განთავსებული.

თამარ კორძაია - საქართველოს პარლამენტის წევრი

“ამ კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვისთვისაც მნიშნელოვანია თანასწორობისა და თანაბარი უფლებების პრინციპი. ვისთვისაც მნიშვნელოვანია და ღირებულია თავად ადამიანი, და არა მისი ორიენტაცია. ასევე, მათთვის, ვისაც მიაჩნია, რომ ადამიანი არ უნდა იჩაგრბოდეს მისი განსხვავებულობის-და გამო.

ამ დღის ისტორია: 1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ამოიღო დაავადებათა რეესტრიდან.

11023334_813938268662049_4138508181395700279_nპირველად ეს დღე 2003 წელს აღნიშნეს, როგორც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძლის დღე. 2006 წლიდან ის იქცა საერთაშორისო დღედ. სწორედ ამიტომაც, ყოველი წლის 17 მაისი აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ დღის დატვირთა და მნიშნელობა არის საზოგადოებისა და მთავრობის ყურადღების გამახვილება იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს ლგბტ თემს.

ნათია გვიანიშვილი - WISG

ლგბტ თემის პრობლემების მოგვარება არ არის მხოლოდ ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების საქმე, დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე უნდა ზრუნავდეს მთავრობა და საზოგადოება, რათა ყველა მოქალაქე თანაბარ და თანასწორ გარემოში ცხოვრობდეს.

საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში ზოგიერთი სოციალური ჯგუფი ცდილობს 17 მაისის მნიშნელობა გადაფაროს სხვადსხვა ხრიკებითა და დღეობების დაწესებით, რითაც ცდილობს ლგბტ თემის პრობლემებიდან ყურადღების გადატანას, სწორედ ამიტომაც, “ლგბტ საქართველო”-მ წამოიწყო ონლაინ-კამპანია, რათა ფართო მასებამდე მივიდეს 17 მაისის ნამდვილი მნიშნელობა.”

This slideshow requires JavaScript.

საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობის შესახებ

საქართველოში ტრანგენდერი ადამიანები საკუთარი იდენტობის გამო ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი, განიცდიან  არასათანადო მოპყრობასა და დისკრიმინაციას –  ამის შესახებ საუბარია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” კვლევაში.

კვლევის პრეზენტაციაზე ავტორებმა პოზიტიურად შეაფასეს 2014 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები: “კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ,” ასევე ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. თუმცა აღინიშნა, რომ ტრანსგენდერი პირების უფლებრივი მდგომარეობა 2012 წელთან შედარებით დიდად არ შეცვლილა. (შდრ:  2012 წლის კვლევა)

ტრანსგენდერთა ხსოვნის დღეფიზიკური ძალადობა

კვლევის მონაწილეთა უმეტესობა (9 რესპოდენტი) ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი საკუთარი გენდერული იდენტობისდა გამო. ფიზიკური ძალადობა ხშირი იყო 2013 წლის 17 მაისს და შემდგომ დღეებში ამგვარი ქმედებები ტრანსგენდერ პირებზე ხორციელდებოდა ქუჩაში, საცხოვერბელ და სამუშაო ადგილებზე, როგორც უცნობი ადამიანების,  ასევე ნაცნობებ-მეგობრებისა და ოჯახის წევრთა მხრიდან. რესპოდენტები მიუთითებენ რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება არ იყო ჯეროვანი, რაც მათში იწვევდა ნიჰილისტურ დამოკიდებულებას და მომდევნო ძალადობის შემთხვევების დროს მათ აღარ მიუმართავთ პოლიციისთვის.

კვლევაში მოხვდა 2014 წლის 11 ნოემბერს ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ საბი ბერიანის მვლელობის გამოძიების მიერ დასახელებული ოფიციალური მოტივი ამას არ ადასტურებს, მთელი რიგი გარემოებები მიუთითებს, რომ ტრანსგენდერი ქალი საკუთარი გენდერული იდენტობისდა გამო მოკლეს. ძალადობის მსხვერპლის მიმართ სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოყენებული სიძლვილის ენა ცხადყოფს ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობას საზოგადოებაში.

ფსიქოლოგიური ძალადობა

კვლევაში საუბარია ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე.  რესპოდენტები საუბრობენ შანტაჟის, მუქარის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე,  რომლებიც ხორციელდებოდა სკოლაში, უნივერსიტეტში, ეკლესიაში, სამუშაო ადგილებზე და ოჯახებში. რიგ შემთხვევებში აშკარად იკვეთება საქართველოს კანონმდებლობის ღია, უხეში დარღვევები ტრანსგენდერი პირების მიმართ, თუმცა სამართალდამცავი სტრუქტურები არ ან არაჯეროვანად რეაგირებდნენ აღნიშნულ ფაქტებზე.

სქესის აღიარების სამართლებრივი მოთხოვნა და მდგომარეობა საქართველოში

საქართველოში არ არსებობს ტრანსგენდერი ადამიანების სქესის აღიარების საკანონმდებლო რეგულაციები. მიუხედავად იმისა რომ არსებობს საუკეთესო საერთაშორისო მოკვლელული პრაქტიკა და შესაბამისი სპეციალისტების მოსაზრებები სქესის კვლავმინიჭების შესახებ, ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით სავალდებულოა სტერილიზაცია, ჰორმონული მკურნალობა და წინასწარი ქირურგიული პროცედურების გავლა, რათა პირმა ახალი საკუთარ გენდერთან შესაბამისობაში მყოფი ID ბარათი მიიღოს. არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო მიდგომა და სახელმძღვანელო პრინციპები. რესპოდენტების უმეტესობა აღნიშნული პროცედურების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

პირადობის მოწმობაში ასახული სქესის შეუსაბამობა ადამიანის გენდერულ თვითგამოხატვასთან ბევრ პრობლემებს უქმნის ტრანსგენდერ პირებს: დისკრიმინაცია  შრომით ურთიერთობებში, ასევე იმ კერძო და საჯარო უწყებებში, სადაც პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენაა საჭირო, დიდია პირადი დისკომფორტიც.

დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში 

ტრანსგენდერი ადამიანებისათვის საკუთარ გენდერულ თვითგამოხატვასა და საბუთებში მითითებულ სქესსა და სახელს შორის განსხვავება წარმოადგენს დისკრიმინაციის წყაროს შრომით ურთიერთობებში. კველვამ აჩვენა რომ რესპოდენტები ვერ საქმდებოდნენ შესაბამის სამუშაო ადგილებზე. თანამშრომლების მხრიდან გამოჩენილი ტრასოფობიური დამოკიდებულებები ართულებდა მათ ყოფას სამუშაო ადგილებზე. აღნიშნული პრობლემების გამო არსებობს მაღალი რისკი  ტრანსგენდერი პირები დაკავდნენ კომერციული სექსით, ეს კი დამატებითი ჩაგვრისა და ძალადობრივი მოპყრობის საფრთეს შეიცავს.

ტრანზიცია და სამედიცინო საჭიროებები

ტრანსგენდერი ადამიანები ტრანზიციის პროცესში ხშირად მოკლებულნი არიან ოჯახის მხარდაჭერას და სამედიცინო ჩარევების პრაქტიკა ხშირად დისკრიმინაციულია. კვლევის რესპოდენტები მიუთითებდნენ საჭირო ქირურგიულ ოპერაციებზე უარის თქმის პრაქტიკაზე სამედიცინო დაწესებულებებში. აღნიშნული ოპერაციები საკმაოდ ძვირი ღირს და მასზე ხელმისაწვდომობა ბევრ ტრანსგენდერ პირს არ გააჩნია. კვლევიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო დაზღვევა, ასევე კერძო სადაზღვევო პაკეტები ვერ ფარავს ტრანსგენდერი პირების საჭიროებებს. პრობლემატურია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების დამოკიდებულებებიც ტრანსგენდერი პირების მიმართ.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ რესპოდენტთა უმეტესობა არ იტარებს გინეკოლოგიურ, უროლოგიურ და პროქტოლოგიურ გამოკვლევებს, თუმცა ისინი ხშირად მიმართავენ აივ/შიდსისა და სექსუალური გზით გადამდები ინფექციების ტესტირებას.

რესპოდენტების უმეტესობა სარგებლობს ფსიქოლოგის მომსახურებით. ძირითადად ისინი მიმართავენ ლგბტ ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებებს.

დამოკიდებულება ოჯახში

კვლევის რესპოდენტების უმეტესობას (13 ადამიანი) ოჯახის ერთ წევრთან მაინც აქვს გაკეთებული ქამინგ აუთი. აქედან ორ შემთხვევაში გენდერული იდენტობის შესახებ ოჯახის წერვებმა მესამე პირისაგან შეიტყვეს . რესპოდენტები მიუთითებენ რომ ოჯახებში აგრესიული დამოკიდებულება მათი გენდერული იდენტობის მიმართ არ აქვთ, თუმცა ამას არც “ნორმალურად” აღიქვამენ. ხშირია ფსიქოლოგიური ძალდობის შემთხვევები. ოჯახის წვერები არ აღმოუჩენენ მორალურ ან ფინანსურ მხარდაჭერას ტრანსგენდერ ადამიანებს ტრანზიციის პროცესში. თუმცა კვლევამ აჩვენა რომ ოჯახის წევრების მხრიდან თანდათან უფრო ნაკლები აგრესია მოდის.  ტრანსგენდერ ადამიანებს დიდი ძალისხმევა და დრო სჭირდებათ ოჯახის წვერების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას რომ ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა სავალალოა. უფლებების დარღვევის, დისკრიმინაციისა და ჩაგვრის ფაქტები მრავლადაა აღნიშნულ ჯგუფში. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ტრანსგენდერი მოქალაქეების ძირითადი უფლებების განხოორციელებას. პრობლემურია სქესის კვლავმინიჭების და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადეკვატური რეაგირების საკითხები. საზოგადოებაში არსებობს ძლიერი  ტრანსოფობიური შეხედულებები, რომლებიც ხშირად ფიზიკური ძალადობაშიც ვლინდება. ტრანსგენდერი ადამიანების გაძლიერებისათვის მნიშვნელოვანია საინფორმაციო, სამედიცინო და იურიდიული მხარდაჭერა.

“ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა საქართველოში”

კვლევის ავტორი: ნათია გვიანიშვილი, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”

 მიმოხილვა მოამზადა: ბექა გაბადაძემ

მუშების მკვლელობის შესახებ

გასული წლის სექტემბერში ჩემი კოლეგის მამა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 6000 ვოლტზე დაიწვა. ჩვენი პირველი ფიქრები ულუკმაპუროდ დარჩენილი ოჯახის თავზე ტრიალებდა, ვმსჯელობდით რით შეგვემსუბუქებინა მათთვის ის ფინანსური ხარჯები, რაც ამ ტრაგედიას ახლდა თან. სქართველოში ხომ სიკვდილიც ძალიან ძვირია, ხარჯები ამასწინ დათვალეს ერთ იმედიან არხზე და გვითხრეს: ნუ მოკვდებითო. ოთხსულიან ოჯახში მხოლოდ ორი ადამიანი მუშობს, ჩემი კოლეგა თან სტუდენტია და თბილისში ბინასაც ქირაობს. ახლა ოჯახის რჩენის მთელი სიმძიმე მას დააწვა კისერზე.

სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული და დაშავებული ადამიანები. წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული და დაშავებული ადამიანები. წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

მატერიალურ საკითხებზე მსჯელობას გადაყვა მაშინ ჩემი კოლეგების საუბრები. თითქოსდა მიგვავიწყდა გარდაცვლილის ადამიანური ტრაგედია და უფრო მეტიც საერთოდ დაგვავიწყდა გარემოება, რომ ის მოკლეს, როგორც სხვა 40 მუშა 2014 წელს! სამწუხაროდ ჩვენი ფოკუსი და დღისწესრიგი არასწორადაა მიმართული: მკვლელობებს უბედურ შემთხვევებს ვეძახით.

ამ მკლელობების უკან კი კერძო მფლობელებთან ერთად სახელმწიფოც დგას.

შრომის უფლება, იმ სასიცოცხლო უფლებებს შორისაა, რომელთა რეალიზაცია და დაცვა სახელმწიფოს უპირველეს მოვალეობათაგანია. ზოგჯერ, საბაზრო ეკონომიკის პირობებში კომპანიებში  რეალიზებული ეს უფლება დისკრიმინაციულ, სახიფათო მნიშვნელობას იძენს: როდესაც სამუშაო ადგილებზე სიცოცხლისათვის საშიში პირობებია, მუშების სიცოცხლეს ხშირად პირდაპირი საფრთხე ემუქრება, სამუშაო დღე ხშირად დამატებითი ანაზღაურების გარეშე აჭარბებს დადგენილ 8 საათიან ლიმიტს,  მოუწესრიგებელია კვებისა და ელემენტარული ჰიგიენის ნორმები… ყოველივე ეს ანადგურებს მუშების შრომის ნაყოფიერებას და ცხოვრების ხარისხს. დამსაქმებლები კი ამ დროს მხოლოდ მყისიერი მოგების მიღებაზე არიან ორიენტირებული. მკაცრი მენეჯერული მართვით და „არ გინდა? – წადი!“ ლოგიკით ამგვარი კომპანიები ახერხებენ დასაქმებულთა ექსპლუატაციას.

სამწუხაროდ დღეს საქართველოში სახელმწიფო არა მხოლოდ ვერ იცავს დასაქმებულებს ამგვარი უსამართლობისგან, არამედ თავად ხელს უწყობს ჩაგვრის პრაქტიკას. შედეგად კი ძალადობის ერთიან სტრუქტურას ვიღებთ, სადაც მუშების პროფკავშირული გაერთიანებებიც ვერაფერს აკეთებენ. მუშებს საკუთარი სიცოცხლის დაცვა ლოდების წვიმაში შიშველი ხელებით უწევთ.

სოლიდარობის აქცია თსუ-შიმუშათა მკვლელობების ხმა თავის დროზე კარგად გაიგეს ევროპის ქვეყნებში. დღეს შრომის ადგილების მონიტორინგს ევროკავშირის თითქმის ყველა სახელმწიფო ანხორციელებს, შესაბამისად სამუშაო ადგილებზე დაღუპული მოქალაქეების რიცხვი ბოლო ოც წელიწადში მკვეთრად შემცირდა. ევროკავშირის დირექტივა შრომის ადგილებში სახელმწიფო მონიტორინგის შესახებ მიიღო საქართველომაც, სადაც 2007 წელს ეკონომიკის მაშინდელი ლიბერტარიანელი მინისტრის კახა ბენდუქიძის გადაწყვეტილებით შრომის ინსპექცია გაუქმდა.

„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით“ საქართველომ აიღო ვალდებულება შრომის ინსპექციის შექმნისა და სახელმწიფო მონიტორინგის შესახებ. შრომით უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირები ვარაუდობდნენ, რომ დირექტივის შესაბამისად შექმნილი სტრუქტურა შეამოწმებდა კერძო კომპანიებს, შრომის პირობების დარღვევის შემთხვევაში დააჯარიმებდა ან სისხლის სამართლის პასუხისგებას მოითხოვდა ექსპლუატატორთაგან, შეიმუშავებდა რეკომენდაციებს შრომის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებით...

თუმცა საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სრულიად სხვა, ისევ ცუდ კერძო კომპანიებზე ორიენტირებული მექანიზმი შესთავაზა საზოგადოებას. პროექტის მიხედვით სახლემწიფო შრომის მონიტორინგის სამსახური წინდაწინ გააფრთხებს და გამოაქვეყნებს კომპანიების ნუსხას, სადაც მონიტორინგი განხორციელდება. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი უწყებას მხოლოდ რეკომენდაციით შეუძლია მიმართოს დამრღვევს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო შეამოწმებს მხოლოდ იმ კომპანიებს, სადაც შრომის  პირობები მეტნაკლებად მოწესირეგბულია. მაგრამ თუ თქვენ 12 ან 24 საათიან სმენაში მუშაობთ რესტორანში ან შახტაში, სამუშაო პირობები კი სავალალო გაქვთ სახელმწიფო ფართოდ დახუჭავს თვალებს.

დასაქმებულებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფკავშირებს იმედგაცრუების შემდეგ  უფრო მეტი მობილიზაცია და ევროკავშირთან უფრო აქტიური კომუნიკაცია მოგვიწევს.

ბექა გაბადაძე

სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია

პარიზის ტერაქტის კვალდაკვალ ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური ძალების გააქტიურება ევროპაში ბევრმა ივარაუდა. თუმცა ტერაქტის მომდევნო დღეებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში  გამოხატვის თავისუფლების დასაცავად და ტერორიზმის დასაგმობად გამართულმა სოლიდარობის აქციებმა აჩვენა, რომ ფაშისტური ძალების ქსენოფობიურ რიტორიკას ბევრი არ თანაუგრძნობდა. DW -ის ფოტო აქციიდან

სამაგიეროდ „Charlie Hebdo-ზე“ განხორციელებული ტერორისტული აქტის გამოყენებას გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმისათვის ჯერ-ჯერობით წარმატებით ახერხებენ საქართველოში წარმოდგენილი ფუნდამენტალისტური ჯგუფები. უმთავრესად კი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, რომელსაც  საქართველოს მთავრობაშიც თანაუგრძნობენ და ახალ მოკავშირეებს დომინანტი ეკელესია სხვა რელიგიურ ორგანიზაციებშიც ეძებს.

„ჩვენ ვგმობთ ტერორისტულ აქტებს, მაგრამ დაუშვებელია და დასაგმობია, როგორც მუსლიმების, ისე საერთოდ ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა“ – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომლის შემდეგაც აღნიშნულმა ეკლესიამ განაახლა კანონპროექტის ლობირება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად. ის რეალური დინებები კი რომელიც მსგავსი კანონების ინიცირებას ახლავს თან შესაძლოა სათავეს ჩრდილოეთიდან იღებდეს. რუსეთის ფედერაციაში გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონები დიდი ხანია მოქმედებს. რუსული რბილი ძალის პოლიტიკა კი, რომელიც მართლმადიდებლობის და ე.წ. ტრადიციული ღირებულებების დამცავის მანტიას ახურავს იმერალისტურ ზრახვებს, როგორც ჩანს პოსტსაბჭოთა სივრცეში კარგად იყიდება.

დღეს, საპატრიარქოს და მასთან დაკავშირებული ჯგუფების პოზიციასთან დაპირისპირება საკმაოდ რთულია. ერთის მხრივ ისინი საუბრობენ მორალური კატეგორიებით და  მიუთითებენ რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებაზე, რასაც თურმე გამოხატვის მათთვის მიუღებელი ფორმები იწვევს, მეორეს მხრივ კი სასულიერო პირები თავად აღვივებენ შუღლს. ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულში ამბიონებიდან ნაქადაგებმა აგრესიამ ღია ძალადობის ფორმა მიიღო 2013 წლის 17 მაისს, როცა ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დადგნენ ლგბტ ადამიანები და უფლებადამცველები.

თუმცა ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობა დომინანტი ეკლესიის სასულიერო პირების მხრიდან ყოველდღიურ ქადაგებებსა და მოწოდებაში მრავლადაა. გენერალიზებული სახით კი ამ სასულიერო პირთა ქმედებები ვიხილეთ მუსლიმების წინააღმდეგ ნიგვზიანის, სამთაწყაროს, ჭელას და წინწყაროს ინციდენტების დროს, როდესაც მათ წააქეზეს საკუთარი მრევლი მუსლიმების უფლებების შეზღუდვაზე. ეს მორალური ალოგიკურობა უნდა გამოვიყენოთ თავისუფალმა მოქალაქეებმა, იმის ასახსნელად რომ დაუშვებელია ძალადობრივმა სტრუქტურამ, რომელიც ჩვენივე ჯიბიდან ფინანსდება აგვიკრძალოს კრიტიკა, დაცინვა, გაშარჟება. დიახ, სიტყვა და გამოხატვის ცივილიზებული ფორმები  უნდა იყოს ჩვენს იდეებს და აზრებს შორის შუამავალი და არა ტაბურეტები, მუშტი და ტყვიები. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლში გარანტირებულია ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, ფუნდამენტალისტური ჯგუფები კი ამ თავისუფლების შეზღუდვას აპირებენ, ეს ამორალურთან ერთან კი არაკონსტიტუციურია.

პროტესტი საპატრიარქოსთან როგორც ჩანს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მსგავსი კანონების ლობირებით ცდილობს ის კრიტიკა აღარ დაუშვას, რომელიც ამ ბოლო დროს მის წინააღმდეგ ისმის. სასულიერო პირების ამორალური საქციელის ანდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხების შესახებ პროტესტს სულ უფრო მეტი მოქალაქე გამოთქვამს. ასე მაგალითად 4 იანვარს პატრიარქის დაბადების დღეზე საპატრიარქოს წინ გაკეთებული წარწერის  „25 მილიონის გამო“, ორ არტისტს პოლიციის განყოფილებაში არაფორმალური გარჩევა მოუწყვეს

საქართველოში წარმოდგენილმა სხვა რელიგიური თემებმა კი,  სანამდე მორალის და საკუთარი რელიგიური გრძნობების შესახებ ყალბი რიტორიკის მსხვერპლნი გახდებიან უნდა გაიხსენონ ის, თუ რეალურად ვინ ზღუდავდა მათი გამოხატვის თავისუფლებას, ვინ არ აძლევდა საკუთარი ქვეყნის ცისქვეშ ლოცვის უფლებას.

„Charlie Hebdo-ზე“ განხორციელებული ტერორისტული აქტის მიზანი სიტყვის თავისუფლების გამო დასჯა და შიშის დათესვა იყო. შიშისა, რომ თუკი ვინმე გაბედავდა და გააკრიტიკებდაა  იმ პატრიარქალურ, იერარქიულ, ძალადობრივ სტრუქტურებს, რომლებსაც რელიგიები ასე მრავალფეროვნად გვთავაზობენ, ისინი დაისჯებიან. ახლა ჩვენ ვართ დიდი გამოწვევის წინაშე რომ ეს შიში და ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან არ დაკანონდეს. ტერორისტებმა საკუთარი მიზნები აქ, საქართველოში არ მიაღწიონ. გამოხატვის თავისუფლება საფრთხეშია. სახელმწიფოში, სადაც რელიგია და სახელმწიფო გამიჯნულია, სადაც ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის და სინდისის თავისუფლება.  რაციონალური გონი, კარგი მოქალაქეა გარანტი მეორე მოქალაქის იდენტობის, რელიგიის, აზრების პატივისცემის და ემპათიის. აკრძალვები არ მუშაობს.

ბექა გაბადაძე