თსუ-ს სტუდენტების განცხადება 17 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით

საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს საკუთარი უფლებების დაცვის და რეალიზაციის მოთხოვნით აქცია გაემართათ 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. დღეს განვითარებული მოვლენები კი ფუნდამენტურად არღვევს კონსტიტუციით გარნტირებულ უფლებას.

ვგმობთ ძალადობას, რომელიც სხვადასხვა რელიგიური ორგნიზაციების მხრიდან აქციის მონაწილეებზე განხორციელდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ შეძლო საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლების რეალიზაცია. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს  მყისიერად გააკეთოს რეაქცია ძალადობის თითოეულ გამოვლინებაზე. ექსტრემისტებმა, რომლებმაც დემონსტრანტებს არ მისცეს აქციის გამართვის საშუალება, იძალადეს პოლიცასა და აქციის მონაწილეებზე პასუხი უნდა აგონ საკუთარ დანაშაულზე. 

მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს დაგმოს ძალადობის ყოველგვარი გამოვლინება საკუთარი მრევლის მხრიდან. 

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები საზოგადოებაში ჰომოფობიური  განწყობების შესამცირებლად. საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს. ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, პრეზიდენტს და პარლამენტს უზრუნველყოს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

 

ტეგები:, , ,

1 responses to “თსუ-ს სტუდენტების განცხადება 17 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით”

  1. Luiza Amashukeli says :

    miaweon kerdzod romeli studentebi gamotqvamen am azrs.

დატოვე კომენტარი